საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განთავსდა. 13 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად ინფიცირებულთა რაოდენობა 851-ია.
გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი – სულ 702.
ვირუსის გამოვლენიდან დღემდე საქართველოში Covid 19-ით სულ 13 ადამიანი გარდაიცვალა.





