კორონავირუსი საქართველოში

დახურულ საჯარო სივრცეში პარბადის გარეშე მყოფი მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან

პანდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეები ადინისტრაციული წესით 20 ლარით დაჯარიმდებიან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა 76 ხმით დაამტკიცა. 

შენობების გარდა, ეს წესი ვრცელდება ტრანსპორტის, მათ შორის მეტროთი, სარგებლობისას, ასევე ტაქსით გადაადგილებისას.

იურიდიული პირებისთვის და ინდმეწარმეებისთვის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ისინი დაჯარიმდებიან, თუ შენობაში ადამიანებს პირბადის გარეშე შეუშვებენ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, სამედიცინო ცნობის არსებობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ის ადამიანები, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ.

კომენტარები