გენდერული თანასწორობა

ღარიბაშვილი: ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ ჯარში წასვლაზე

თავდაცვის სისტემაში 8%-ს წარმოადგენენ ქალები. სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი, ხოლო მისიებში 2.7%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები.

სულ ახლახან, 25 მანდილოსანი ჩაეწერა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც სულ ახლახან დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ინტერესი ქალების მხრიდან არის მზარდი და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.

რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ, ვინაიდან ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის ეს, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს მათ შორის... როგორიც არის ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ქალებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ, მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში.

კომენტარები