კორონავირუსი საქართველოში

ქანთარია ნიღბებზე: დახურულ სივრცეში პარლამენტიც შედის? მაშინ დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ

დახურული სივრცე თქვით თქვენ, ამ დახურულ სივრცეში ალბათ შედის პარლამენტის სხდომათა დარაბზი, არა? არა.

თუ შედის, მაშინ ჩვენ ალბათ დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ, იმიტომ, რომ ზოგს გვიკეთია ნიღბები, ხან არ გვიკეთია ნიღაბი, გამოვდივართ ლაპარაკის დროს და ვიხსნით, ახლა მე განგებ არ სმოვიხსენი, მერე ვიკეთებთ, ამას საზოგადოება დაინახავს. იგივე რომ გაიმეოროს ავტობუსში, ლაპარაკის დროს მოიხსნას მაგალითად, მერე გაიკეთოს, ის ალბათ დაექვემდებარება ჯარიმას, არა?

ეს ძალია გასათვალისწინებელია, ერთის მხრივ თუ მაგალითს თუ მივცემთ, ჩვენ უნდა მივცეთ ალბათ და მეორე, როგორ წარმოგიდგენიათ აღსრულება ამის?

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას, რომელიც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირის 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. იურიდიული პირი კი, რომელიც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს, 500 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები