შვედეთი

შვედეთში 1986 წელს მოკლული პრემიერის, ოლოფ პალმეს მკვლელის ვინაობა დაასახელეს

შვედეთის პროკურატურამ ყოფილი პრემიერმინისტრის, ოლოფ პალმეს მკვლელობის საქმე დახურა. გადაწყვეტილების მიზეზად სამართალდამცავები, სავარაუდო მკვლელის გარდაცვალებას ასახელებენ. 

ამის შესახებ შვედეთის გენერალურმა პროკურორმა, კრისტერ პეტერსონმა განაცხადა. პროკურატურის ვერსიით, პალმეს მკვლელი სტიგ ენგსტრიომია, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით გადიოდა. 

მოგვიანებით, ენგსტრიომი სავარაუდო მკვლელად რამდენიმე ექსპერტმა და დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაასახელა, თუმცა სამართალდამცავებს მასთან კითხვები მხოლოდ 2000 წელს გაუჩნდათ. ენგსტრიომი 2000 წლის ივნისში გარდაიცვალა, ერთ-ერთი ვერსიით, ენგსტრიომმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ენგსტრიომი უკვე გარდაცვლილია და ჩვენ არ შეგვიძლია არც მისი დაკითხვა და ბრალის წარდგენა, საქმის დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ.", — კრისტერ პეტერსონმა. 

ოლოფ პალმე არ სარგებლობდა დაცვის მომსახურებით და ხშირად გადააადგილდებოდა ფეხით. შვედეთის პრემიერს თავს 1986 წლის 28 თებერვალს დაესხნენ, როდესაც სტოკჰოლმის ცენტრალურ უბანში ცოლთან ერთად იმყოფებოდა, პალმე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

კომენტარები