ეროვნული გამოცდები 2020

გამყრელიძე: თუ უარყოფითი ტესტით და ტემპერატურით მივა აბიტურიენტი, მას დასვამენ სხვა ოთახში

ზოგიერთი ადამიანი არის, ვისთვისაც ტემპერატურა 37 გრადუსი არის ნორმალური, ამას იკვლევს ოჯახის ექიმის, შესაბამისად დასკვნა ექნებათ, მაგრამ ამავე დროს თუ 37 და 37,5 გრადუსამდე არის ტემპერატურა, რაც არის სიმპტომი და ეჭვი შეიძლება მიიტანო კოვიდზე, ამ აბიტურიენტს ბოლო სამის დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაკეთებული ტესტი. ექიმის დანიშნულებით ეს ტესტი ჩატარდება და იქნება უფასო, სახელმწიფო აანაზღაურებს ღირებულებას, თუ უარყოფი ტესტით და 37 გრადუსი ტემპერატურით მივიდა აბიტურიენტი მას დასვამენ სხვა ოთახში, შესაბამისი პირობებით. 

დაავადებთა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საუბრობს ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და შესაბამისი რეკომდაციების შესახებ ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები