2020 წელს გარდაცვლილები

ბენდის POINTER SISTERS წევრი, ამერიკელი მომღერალი ბონი პოინტერი გარდაიცვალა

ABC13

69 წლის ასაკში, ამერიკელი მომღერალი, პოპ ბენდის Pointer Sisters ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, ბონი პოინტერი გულის შეტევით გარდაიცვალა.

სამი დისგან შემდგარი ბენდი 70-იან წლებში გამოჩნდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 15 ალბომი გამოსცა. Pointer Sisters სამი გრემის მფლობელია. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ პოპის, არენბის, დისკოს და სოულის ჟანრში.

ბენდის ცნობილ კომპოზიციებს შორის არის Fire, I'm So Excited, Jump(For My Love).

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ჯუნ პოინტერი 2006 წელს გარდაიცვალა. 

 

კომენტარები