ახალი კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ინფიცირებული მედპერსონალი ერთი და იმავე ცვლიდანაა, იზოლირებულები არიან

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, ინფორმაციით, კლინიკას 5 ახალი კოვიდ ინფიცირებული პაციენტი დაემატა, აქედან 2 პირი საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი, ხოლო 3 თავად ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალია.

"3 პერსონალი, ექთანი და სანიტარი, ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა, თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, ეს პერსონალი არის იზოლირებული", - ამბობს სოლოღაშვილი.

მისივე ცნობით, დაიფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

9 ივნისის მონაცემებით, ბოჭორიშვილის ბოქსირებულ განყოფილებაში 54 პაციენტი მკურნაობს, აქედან 25 მათგანს დადასტურებული აქვს ახალი კორონავირუსი. კლინიკაში კოვიდ ინფიცირებულებიდან 4 პირი არასრულწლოვანია, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებო.

კომენტარები