ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ივანიშვილს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს ამ ქვეყანაში

ქართულ ოცნებას ჩვენს რეალობაში ალტერნატივა არ ჰყავს. ბიძინა ივანიშვილს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს ამ ქვეყანაში.

კეთილი ინებონ და დაელოდონ არჩევნებს. ოპოზიციური პარტიებისგან მიმდინარეობს მხოლოდ უშინაარსო, უარგუმენტო, უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებები და შეურაცხყოფებით გაჯერებული დისკუსიები. ხალხს მობეზრდა ამათი საუბრების მოსმენა, ისევე როგორც მთავრობის წარმომადგენლების პასუხების მოსმენა.

ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი გამორჩეული მატყუარებით და პოლიტიკური თაღლითებით დაკომპლექტებული ძალა. გადახედეთ მათ მმართველობით პერიოდს. მთელი მასები შეიყვანეს შეცდომაში. იგივეს აგრძელებენ. მათ უბრალოდ დღეს აქვთ უამრავი ტელევიზია, მათ მსახურებაში არის მთავარი არხი, ტვ პირველიც მათ კოორდინაციაში უკვე შევიდა და ფორმულა, რომელიც არის კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული.

ჩვენი ბრალია ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას დღემდე შერჩა ამდენი მხარდამჭერი, მაგრამ გამოვასწორებთ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრობს.

კომენტარები