კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: გვყავს 1 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, მათგან ერთი მძიმე პაციენტია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქია. 

"გამოჯანმრთელებული გყვავს 6 პაციენტი - დღეს მოწოდებული 9 ციფრიდან 6 ჩვენია. ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომლის დაავადებაც შემოსვლიდან პროგრესირებს და ამ ეტაპზე, განიხილება, როგორც მძიმე პაციენტი, მძიმე პნევმონიით. იმედია, დაემორჩილება მკურნალობას. არსებული მონაცემებით, კრიტიკული მდგომარეობით არ ფასდება მისი მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება ახალ დადასტურებულ შემთხვევებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს და გუშინ დადასტურებული თითო-თითო შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 683 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 114 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები