აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტების გაერთიანება: აეროპორტსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

euronews.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის ინფორმაციით, აეროპორტებში და თვითმფრინავებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. მისივე თქმით, ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები მომზადების პროცესში არიან და გახსნისთვის ემზადებიან. 

"თბილისის აეროპორტი უკვე პრაქტიკულად მზად არის. ქუთაისის აეროპორტი და აეროპორტების გაერთიანებაში შემავალი სხვა დანარჩენი აეროპორტები ვემზადებით 1 ივლისისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სტიკეტების დაკვრა, რათა მგზავრებმა შეძლონ დისტანციის დაცვა მეტრ-ნახევარის ოდენობით.

რაც შეეხება თვითმფრინავის სალონში მგზავრობას, მგზავრებს მოუწევთ ასევე პირბადეების ტარება, ხოლო ჩაფრენისას იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა, სადაც მიემგზავრებიან" ,- ამბობს არჩუაძე. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან, საერთაშორისო კი - პირველი ივლისიდან იხსნება.

კომენტარები