ყაჩაღობა

წარსულში ნასამართლევი 17 წლის პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

shutterstock

შსს-ს ინფორმაციით 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, 1989 წელს დაბადებულ მოქალაქეს - გ.მ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი  ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები