აშშ-ჩინეთი

პომპეომ აშშ-ის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჩინეთის პროპაგანდა დაგმო

მაიკ პომპეო
The Hill

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაგმო ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდა, რომელიც შეერთებულ შტატებში სამოქალაქო მღელვარებას აღვივებს და ამერიკელი ხალხის შემდგომ დაყოფას უწყობს ხელს.

პომპეოს განცხადებაში ვკითხულობთ:

"ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ხისტად იყენებს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დასამალად, ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. დიქტატურებისთვის, რომლებიც ისტორიის განმავლობაში გვინახავს - სიცრუე ზედმეტად უხამსი არასდროსაა, როცა ის პარტიის ძალაუფლებისკენ ლტოლვას ემსახურება. ამ სასაცილო პროპაგანდამ არასდროს არავინ უნდა მოატყუოს.

აშშ-სა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის განსხვავებები უფრო ძლიერი ვერ იქნება.

ჩინეთში, როცა ტაძარი იწვის, თავდასხმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ თითქმის პირდაპირ არის ნაბრძანები. აშშ-ში, როცა ტაძარი იწვის, ცეცხლის წამკიდებლები მთავრობის მიერ ისჯებიან, ეს არის მთავრობა, რომელიც მორწმუნეებს სახანძრო მანქანებით, წყლით დახმარებითა და კომფორტით უზრუნველყოფს.

ჩინეთში მშვიდობიან დემონსტრანტებს ჰონგ კონგიდან თიანანმენის მოედნამდე, შეიარაღებული სამხედროები ხმის ამოღებისთვისაც სიკვდილამდე სცემენ. ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ფაქტების შესახებ წერენ, ხანგრძლივად აპატიმრებენ. აშშ-ში, კანონის უზენაესობა, როგორც სახელმწიფო, ისე ფედერალური არაკეთილსინდისიერ ოფიცრებს სასამართლოს წინაშე წარადგენს, მიესალმება მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციებს, თუმცა, ძალის გამოყენებით აღკვეთს ძარცვას და ძალადობას. ძალას იყენებს კონსტიტუციის შესაბამისად, რათა დაიცვას საკუთრება და ყველას თავისუფლება. ჩვენი თავისუფალი პრესა ამბებს კედლიდან კედელზე ავრცელებს, რათა მთელმა მსოფლიომ ყველაფერი ნახოს.

ჩინეთში, როცა ექიმები და ჟურნალისტები ახალი ინფექციის საფრთხეების შესახებ გვაფრთხილებენ, კომუნისტური პარტია მათ აჩუმებს და აქრობს, იტყუება დაღუპულთა საერთო რიცხვისა და ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ სიცოცხლეს და ვაშენებთ მკურნალობის, მოვლის და დაზღვევის გამჭვირვალე სისტემებს - ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად - ვეძებთ პანდემიის შეჩერების გზებს მსოფლიოსთვის.

ჩინეთში, როცა მოქალაქეებს აქვთ აზრები, რომლებიც კომუნისტური პარტიის დოგმებისგან განსხვავდება, პარტია მათ აპატიმრებს და ხელახალი განათლების ბანაკებში ანწესებს. ხალხს ჰონგ კონგსა და ტაივანში - ქვეყნებში შთამაგონებელი ცივილიზაციის საერთო ფესვებით, რომლებიც ათასობით წლების მანძილზე იყვნენ თავისუფლები - ახლა ეს თავისუფლება დაკარგული აქვს და პარტიის დიქტატს და მოთხოვნებს ემორჩილება.

ამის საპირისპიროდ, აშშ-ში, თუნდაც დაუფიქრებელი ბუნტის ფონზე, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ადამიანის განუყრელი უფლებების მიმართ.

ბოლო დღეებში პენიკმა აჩვენა სიმართლის აბუჩად აგდება და კანონის შეურაცხყყოფა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის ძალისხმევა - ჯორჯ ფლოიდის დაღუპვით გამოწვეული საპროტესტო აქციები გამოიყენოს მის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უარყოფისთვის, ჩვენ მიერ აღიქმება, როგორც თაღლითობა - ისე, როგორც ეს უნდა იყოს აღქმული.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაუნდობლად ნერგავს კომუნიზმს. შეერთებული შტატები, ყველაზე ცუდ დროსაც იცავს თავისუფლებას", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციელმა მოკლა. მომხდარმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.

აქციებს გამოეხმაურნენ როგორც რუსეთიდან, ასევე ჩინეთიდან და ირანიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ-ს განუცხადა, რომ მათ მორალური უფლება დაკარგეს სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღევაში დაადანაშაულონ. მსგავი მესიჯი იყო ჩინეთიდანაც. ჩინეთი სარგებლობს პანდემიის დროს შექმნილი მდგომარეობით და ჰონგ-კონგის ავტონომიის გაუქმებას ცდილობს, რათა ისევე ეფექტურად ჩაახშოს დემოკრატიის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციები, როგორც ამას კონტინენტურ ჩინეთში ახერხებენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს აფროამერიკელების უფლებების დაცვას აშშ-ში.

აშშ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურნენ როგორც რუსეთიდან, ასევე ჩინეთიდან და ირანიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ-ს განუცხადა, რომ მათ მორალური უფლება დაკარგეს სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღევაში დაადანაშაულონ. მსგავი მესიჯი იყო ჩინეთიდანაც. ირანმა კი “შური იძია” ირანში მიმდინარე აქციებისას აშშ-ის მოწოდებებზე და ტრამპის მიერ მათთვის გაგზავნილი მესიჯი “უკან დაუბრუნა” - მათ აშშ-ს მოწოდეს შეეწყვიტათ ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. სამივე ამ ავტორიტარულ სახელმწიფოში მშვიდობიანი აქციის ჩატარება მუდმივად დარბევით, დაკავებებით და მკვლელობებით სრულდება. ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად წნეხის და რეპრესიების ქვეშ არიან. ჩინეთი სარგებლობს პანდემიის დროს შექმნილი მდგომარეობით და ჰონგ-კონგის ავტონომიის გაუქმებას ცდილობს, რათა ისევე ეფექტურად ჩაახშოს დემოკრატიის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციები, როგორც ამას კონტინენტურ ჩინეთში ახერხებენ.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზეც დაწერა, რომ ის მხარს უჭერს აფროამერიკელების უფლებების დაცვას აშშ-ში.

თუმცა, ჩინეთში უმცირესობების უფლებები ამსობრივად ირღვევა.23 მაისს აშშ-მა განაცხადა, რომ ჩინეთს საინქციებს დაუწესებდა იმისთვის, რომ ჩინური კომპანიები მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, რეპრესიებში, მასობრივ დაკავებებში, იძულებით შრომის დაწესებაში, ტექნოლოგიებით უიღურელთა, ერთნიკურ ყაზახთა, მუსლიმი უმცირესობის ჯგუფების წინააღმდეგ ზედემხედველობის კამპანიაში, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ახორციელებს.

აპრილში კი მაკდონალდსმა ჩინეთში დროებით დახურა რესტორანი, სადაც ფერადკანიან მომხმარებლებს არ უშვებდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციების შესახებ წაიკითხეთ აქ.

აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები