ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აქცია იგეგმება

ვაშინგტონში რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია იგეგმება. აქტივისტებს სურთ, დემონსტრანტთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბოს. ისინი მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

პოლიციელმა ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში 25 მაისს მოკლა. მომხდარმა აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, თუმცა, ვაშინგტონის პოლიციის უფროსის თქმით, 6 ივნისს დაგეგმილი დემონსტრაცია შესაძლოა ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს.

პარასკევს ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუსერმა, რომელიც დონალდ ტრამპს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, საპროტესტო აქციებზე რეაგირების გამო მწვავედ დაუპირისპირდა, დედაქალაქის ქუჩებიდან ფედერალური ძალების ოფიცრების და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცის გაწვევა მოითხოვა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ მათი ქუჩებში ყოფნა აუცილებელი არ არის და პირიქით, შესაძლოა პროტესტის მშვიდობიანად ჩატარებაზე კონტრპროდუქტიულად იმოქმედოს.

მიურიელ ბაიზერმა თეთრი სახლის მოპირდაპირე ტერიტორიას სახელიც გადაარქვა და Black Lives Matter (ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) უწოდა. რამდენიმე დღის წინ ამ ტერიტორიაზე ფედერალური ოფიცრები ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ისროდნენ, რათა დემონსტრანტები დაეშალათ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე, საპროტესტო დემონსტრაციებსა ცა პოლიციაში არსებულ პრობლემებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები