ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელს, დერეკ შოვინს 22 და ნახევარი წელი პატიმრობა მიუსაჯეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელს, დერეკ შოვინს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ოცდაორ-ნახევარი წელი პატიმრობა მიუსაჯა.

შოვინი დამნაშავედ 2021 წლის აპრილში ცნეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა გადასახადების დამალვისთვისაც.

2020 წელს, მინეაპოლისში მას შემდეგ რაც ჯორჯ ფლოიდმა მაღაზიაში ყალბი კუპიურა გამოყენა და გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო დერეკ შოვინიც. შოვინი ფლოიდს დაკავების დროს ყელზე მუხლს აჭერდა, რის შედეგადაც უკანასკნელმა სუნთქვა ვეღარ შეძლო და მოკვდა. 

შემთხვევას მთელი აშშ-ს ფარგლებში დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა და საერთაშორისო სახეც კი მიიღო. დემონსტრაციები ტარდებოდა ევროპის ქალაქებშიც. გააქტიურდა მოძრაობა Black Lives Matter (BLM). აშშ-ში საპროტესტო რამდენიმე შემთხვევაში რადიკალური სახეც კი მიიღო. 

ამერიკელი პოლიციელების მიერ ფერადკანიანთა მკვლელობებს აქამდეც ახლდა საზოგადოების უარყოფითი რეაქცია, მაგრამ ეს შემთხვევა ყველაზე ფართომასშტაბური იყო.

დღევანდელ, 25 ივნისის სასამართლო პროცესზე დერეკ შოვინმა ფლოიდის ოჯახს უთხრა, რომ ის მათ მწუხარებას იზიარებდა.

კომენტარები