მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რასიზმი და პოლიციელთა სისასტიკე გააპროტესტეს [ფოტოები]
BBC
tbl.ge/4t60
დაკოპირდა
25 მაისს აშშ-ში, ქალაქ მინეაპოლისში პოლიციელმა ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი მოკლა.
მკვლელობას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებში.
6 ივნისს რასიზმი და პოლიციის მხრიდან ძალადობა ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.
ვაშინგტონი, აშშ ფოტო: BBCვაშინგტონი, ეროვნული გვარდიის 20 000-მდე წევრი აქციის პარალელურად. ვაშინგტონის მერმა ჯარის აქციაზე ყოფნა არააუცილებლად მიიჩნია და გაწვევა ითხოვა. ფოტო: BBC ფოტო: BBCნიუ იორკში საპროტესტო აქციას ჯანდაცვის მუშაკებიც შეუერთდნენ წარწერებით: რასიზმი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია; არ დააზიანო და სხვა ფოტო: BBCავსტრალიაში აქციები 3 ქალაქში: სიდნეიში, მელბურნსა და ბრისბეინში გაიმართა. აქცენტი ადგილობრივ აბრიგენებთან მოპყრობაზე გაკეთდა. ფოტო: BBCსაფრანგეთში საპრპტესტო აქციაზე 2016 წელს პოლიციის მიერ სასტიკად მოკლლული ფრანგი ფერადკანიანი კაცი, ადამა ტრაორე გაიხსენეს. ფოტო: BBCლონდონში დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბნენ, ისინი ჩაიმუხლნენ და მუშტები აწიეს, ასევე, სკანდირებდნენ: ფერი არ არის დანაშაული. აქცია პოლიციასთან შეტაკებიტ დასრულდა. ფოტო: BBCლონდონში აქციის ზოგიერთმა მონაწილებ შავკანიანი ქალის, ბელი მაჯნგას საქმე გაიხსენა. ქალი მეტროში მუშაობდა, სადაც მას შელაპარაკება მოუვიდაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. 5 აპრილს თავად ბელი მუჯინგა დაიღუპა კორონავირუსით. საქმე გამოძიებული არ არის. ფოტო: BBCბერლინში, საპროტესტო აქციაზე ბუნდესლიგის ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ და ეცვათ მაისურები წარწერით: წითელი ბარათი რასიზმს. ფოტო: BBC ფოტო: BBCლისაბონი ფოტო: BBC