APPLE

Apple იმ ადამიანების გადაადგილებას აკვირდება, ვინც აშშ-ში მაღაზიების დარბევისას აიფონი მოიპარა

GETTY IMAGES

Apple იმ ადამიანების გადაადგილებას აკვირდება, ვინც აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართულ აქციებზე კომპანიის მაღაზია დაარბია და აიფონი მოიპარა. 

"გთხოვთ, დააბრუნეთ ტელეფონი უოლნატის ქუჩაზე. მოწყობილობა გამორთულია და თვალყურს ვადევნებთ. ინფორმაციას ადგილობრივ ოფიციალურ პირებს მივაწვდით" - ვკითხულობთ ერთ-ერთ ფოტოზე. 

უოლნატის ქუჩა, ფილადელფია, ერთ-ერთია, სადაც აქციის მონაწილეებმა Apple-ის მაღაზია დაარბიეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიაწოდა თუ არა Apple-მა პოლიციას ინფორმაცია იმ ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ, ვინც მაღაზიებიდან ტელეფონი მოიპარა. სპეციალური პროგრამით, "Find My", შესაძლებელია, რომ ტელეფონი იმ შემთხვევაში დაიბლოკოს, თუ მას მოიპარავენ და დაიკარგება.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო კომპანიამ მაღაზიების გახსნა დაიწყო, თუმცა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებული აქციებისა და მაღაზიების დარბევის მიზეზით ვაშნგტონში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში რამდენიმე მაღაზია ისევ დაიხურა. 

საპროტესტო აქციები აშშ-ში 25 მაისიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი კაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა დაკავებისას მოკლა - ფლოიდს, რომელიც მიწაზე იწვა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, პოლიციელი მუხლით ყელზე აწვებოდა.  

საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის 15 შტატსა და დედაქალაქ ვაშნგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული, დაწესდა კომენდანტის საათი. მომიტინგეთა ნაწილმა მაღაზიები დაარბია და გაძარცვა. მათ დააზიანეს კერძო საკუთრება, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას. 31 მაისისთვის ქალაქში კერძო ბიზნესის 270-მდე შენობა დარბეული ან სრულად განადგურებული იყო. 

ვრცლად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები