ქონებრივი დეკლარაცია

გახარია: 2015 წლის შემდეგ გავღარიბდი, მოსახლეობა - არა, მოსახლეობას უჭირს

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 2015 წლის შემდეგ გაღარიბდა. მას კითხვა ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე შემცირებულია.

"ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ახლა რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?" - აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე, გაღარიბდა თუ არა 2015 წლის შემდეგ, გახარიამ პასუხობს - "დიახ, მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას".

რაც შეეხება კითხვას, 2015 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა გაღარიბდა თუ არა, პრემიერის თქმით, "მოსახლეობა არა... მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს. განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პერიოდში". მანვე ჟურნალისტს უთხრა, რომ "არ არის მორალური, როცა ასეთ კითხვას ღიმილით სვამთ, ესეც ამორალურია. გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი პირადულის გარეშე. სპეკულირება მოსახლეობის სიღარიბით ჩემთვის მიუღებელია".

კომენტარები