ფიქსირებული გადასახადები

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები მარტი-მაისში თითო ობიექტზე 1 ლარს გადაიხდიან

equifax.com

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები მარტის, აპრილისა და მაისის პერიოდისთვის თითოეულ ობიექტზე ერთ ლარს გადაიხდიან.

სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს ეკონომიკური საქმიანობა საგანგებო მდგომარეობისას ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, შემოსავლების სამსახურის თხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელების ნაწილს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არ მიუმართავთ, რის გამოც მათ გასული სამი თვის განმავლობაში გადასახადის გადახდა ჩვეულებრივ უწევდათ.

გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ფინანსთა სამინისტრომ უკვე შეიტანა ცვლილება შესაბამის დადგენილებაში.

ფიქსირებულ გადასახადს იხდიან სილამაზის სალონები, თონეები, ავტოსარემონტო ობიექტები. გადასახადის ოდენობა განსხვავებულია ობიექტის ტიპის მიხედვით და ყოველთვიურადაა გადასახდელი.

კომენტარები