კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 6-ით

CNN

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა. ამ დროისთვის სულ ქვეყანაში კორონავირუსის 805 შემთხვევაა აღრიცხული. ასევე 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში 650-ია. 

მონაცემები სპეციალურ საინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე უკვე განახლდა. 

5 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციით სულ 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბოლო, მე-13 - 3 ივნისს. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 142 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. 

კომენტარები