საკარანტინე ზონები

საკარანტინო ზონებისთვის ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი დაიხარჯა

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს მთავრობის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის თანახმად, საკარანტინო ზონებისთვის ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მთავრობის ანგარიშის თანახმად, თბილისსა და სხვა რეგიონებში 300-ზე მეტ სასტუმროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა 22 მაისის მდგომარეობით სულ 84 სასტუმროში განთავსდა საკარანტინო ზონა.

მთავრობამ საკარანტინო სივრცეების დანიშვნა 10 მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

თავდაპირველად, ნომრების ფასზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ერთიანი ფასი დაწესდა - თითო ოთახზე 59 ლარი, საიდანაც 25 ლარი მოდიოდა სამჯერად კვებაზე.

სახელმწიფო უზრუნველყოფდა საკარანტინო ზონებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებასაც.

22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინედ 6 500-ზე მეტი ოთახი გამოიყენეს. 2 თვის განმავლობაში მუდმივად იყო დაკავებული 4 500-5 000 ოთახი.

სავალდებულო კარანტინი ჯამში 19 002-მა ადამიანმა გაიარა.

კომენტარები