კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საშუალო სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ერთი შემთხვევა გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 13 პაციენტიდან ერთ-ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. 

"ჩვენ 13%-მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიზიანდა. ეს არ არის დიდი, ევროპაში იყო 20-21% დაინფიცირების, მოგეხსენებათ, ეს სახლი პირველ ხაზზეა და ხდება, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვალებაც. იყო რამდენიმე ასეული შემთხვევა იტალიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენც გვქონდა 1 საშუალო სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების შემთხვევა.

ამიტომ, ინფექციის კონტროლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მუდმივი გადამზადება, მუდმივი სწავლება ამ პერიოდში გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი", - თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 640 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

კომენტარები