კორონავირუსი საქართველოში

ახალი კორონავირუსით საქართველოში მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით საქართველოში მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. 

სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა ასაკოვანი კაცი, რომელიც მათივე ინფორმაციით, კლინიკაში მაისის დასაწყისში შეიყვანეს. 

როგორც საავადმყოფოში ტაბულას უთხრეს, პაციენტს ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირება აღარ აღენიშნებოდა, ის ვირუსისგან განიკურნა, თუმცა, ჰქონდა ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 796 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 634 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 კი - გარდაიცვალა. 

მასალა განახლებადია

კომენტარები