კორონავირუსი საქართველოში

შესაძლოა, პირბადის გარეშე საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნა "გონივრული ოდენობით" დაჯარიმდეს

საქართველოს პარლამენტი

შესაძლოა, პირბადის გარეშე საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნა დაჯარიმდეს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალა.

"საგანგებო მდგომარეობის დროს ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური მოხმარებისთვის.

საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა და ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ჯარიმების ოდენობა უნდა იყოს გონივრული, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს" - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

"გთხოვთ, ბატონო ანრი, ასევე ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს ჯანდაცვის სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად დროულად დაამუშაოთ ცვლილებები, რათა გამოყენებული იყოს ასეთი ზომები უკვე ამ წესების ადმინისტრირებისთვის, იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში თუ სხვა საჯარო აქტივობებში.

დღეს საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მათ შორის მაგალითად პარკებში, სადაც არის ბევრი ადამიანი შეკრებილი ბოლო დღეებში და იქაც ხშირად ადამიანები, მაგალითად, პირბადეს არ იყენებენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები