ძალიან გთხოვთ, ყველამ ვატაროთ პირბადე. მესმის, რთულია სიცხეში... მე გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადის ხმარების წესს.
ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა ვიხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით, 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში, აუცილებელია პირბადის ხმარება, იმიტომ, რომ ინფექცია ჯერჯერობით ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა





