კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: კორონავირუსი ჯერჯერობით ჩვენთანაა და შეიძლება, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს

ჯერჯერობით [კორონავირუსი] ჩვენთან ერთად არის და შეიძლება, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს, გაგვახსენოს თავი. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიყოთ ძალიან ყურადღებით და ეს ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სოციალურ დისტანციაში, რაც აუცილებლობაა და გამოგვივა და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი შეკრებებისგან და ა.შ. ძალიან კარგია, მოგვენატრა ერთმანეთი, მაგრამ იქნებ, დაიძლიოს ეს დაავადება და მერე გავაკეთოთ ეს ყველაფერი. 

და ასევე [მნიშვნელოვანია] ნიღბის ტარება, რომელსაც აქვს უდაოდ დადასტურებული კლინიკური ეფექტი, ამცირებს ვირუსის მოხვედრის ალბათობას ადამიანის ორგანიზმში და თუ მოხვდება მცირე რაოდენობით ვირუსი, ადამიანის იმუნური სისტემა ადვილად ამოიცნობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, ამის შესახებ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 783 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 605 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა.

კომენტარები