კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორ​ონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანში დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანში დადასტურდა.

"თქვენ იცით, რომ ამ სოფლის კვლევა მუდმივად მიმდინარეობს. კვლევისას დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და სტაციონარებში მოთავსება ხდება, მაგრამ შემდგომში მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მეთოთხმეტე დღისთვის, კვლავ დაიტესტონ. აი, ასეთი პაციენტების შემატება გვაქვს ჩვენ, როდესაც არის ბოლნისის წყაროდან მატება. სადღაც 10-14 დღის განმავლობაში გვყავს ხოლმე მომატებული ციფრი 1-2 დღე და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია შემდგომი, ყოველი მეთოთხმეტე დღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს", - ამბობს მარინა ეზუგბაია. 

ეზუგბაიას თქმითვე, ახალი შემთხვევებიდან 4 არის საკარანტინე სივრციდან, ხოლო კიდევ 4 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 

"ოთხი თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო საბურთალოს კლასტერი, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა, ამიტომ ამაზე აქცენტს არ გავაკეთებ. დედაქალაქი თითქმის სულ იყო. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ ოთხი", - აღნიშნავს ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა - 12.

კომენტარები