დიდი შვიდეულის სამიტი

დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტს გადადებს

დონალდ ტრამპი
Getty Images

31 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის სამიტს გადადებს. ამის ნაცვლად, ის სხვა ქვეყნის ლიდერებს მოიწვევს.

"არ მგონია, რომ ის სწორად ასახავს მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას. ეს ქვეყნების ძალიან მოძველებული ჯგუფია," - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ჯგუფში, რომელსაც წელს აშშ უნდა მასპინძლობდეს, შედიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ინდოეთი უნდა მოიწვიონ.

ტრამპმა დააანონსა, რომ სამიტს სექტემბრამდე გადადებს.

თეთრის სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ ტრამპს სამიტზე ჩინეთის განხილვა სურს.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ სამიტის გამართვა თეთრ სახლსა და კემპ დევიდში შესაძლებელი იყო.

მოგვიანებით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ვირუსის გამო მას მონაწილეობაზე უარი უთხრა. ჯანმრთელობის რისკების გამო, სამიტის გამართვის იდეას არც ჯასტინს ტრუდო უჭერს.

ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრეს, რომ ეთანხმებიან მის მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია დიდი შვიდეული სამიტი ახლო მომავალში ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აგვისტოში ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი თანახმა არიან, დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე რუსეთი მოიწვიონ. მოგვიანებით, ტრამპმა ეს სურვილი დაადასტურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ აუცილებელია, ჯერ უკრაინის კრიზისი გადაწყდეს.

კომენტარები