კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე მუშევანზე: სოფლის 9 წერტილში ჩავატარეთ კვლევა და 574 ბიოლოგიური ნიმუში ავიღეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი ცხელი წერტილია და ყველაზე მეტი - 56 შემთხვევაა დადასტურებული. 

მისივე თქმით, გუშინ, 29 მაისს სოფელში მასშტაბური კვლევა ჩატარდა და სოფლის 700-მდე მცხოვრებიდან ლუგარის ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა. 

"დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან 8 ბრიგადა იყო წასული. ერთი ადგილობრივი ბრიგადაც იყო ჩართული კვლევაში. ადგილზე მეც ვიყავი და ყველაფერი ვნახეთ. ხალხი ძალიან ორგანიზებული იყო. სოფლის ცხრა წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გუშინ ჩვენ შევძელით 574 ნიმუშის აღება. მათ შორის ნახევარზე მეტი უკვე ღამე გამოვიკვლიეთ და მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენების კვლევა დღეს კიდევ მიმდინარეობს" ,- ამბობს გამყრელიძე. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა - 25 აპრილს ჩაიკეტა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 757 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 600 გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები