კორონავირუსი საქართველოში

ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები არ გაუქმდება

ჯანდაცვის სამინისტრო სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები არ გაუქმდება, თუმცა აუცილებელი იქნება მისი 2 საათში ერთელ სადენზიფექციო ხსნარით დამუშავება, სამუშაო დღის ბოლოს კი მისი სრული დეზინფექცია.

ამასთან ერთად, სავაჭრო მოლებში დაცული უნდა იყოს დისტანცია - მოლის საერთო სივრცეში 10 კვადრატულ მეტრზე დაშვებული 1 ადამიანი უნდა იყოს, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 კვადრატულ მეტრზე ასევე 1 ადამიანი უნდა იყოს დაშვებული.

რეკომენდაციების მიხედვით, სავაჭრო ცენტრებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია და შენობაში შემსვლელ ყველა ადამიანს [თანამშრომელსა და მომხმარებელს] უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოსვლამდე აკრძალული უნდა იყოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრების, გასართობი ცენტრებისა და კვების ობიექტების საქმიანობები.

ამასთან ერთად, ესლაკატორის სახელურები, ლიფტის ღილაკები, მოაჯირების, კარების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირები 2 საათში ერთხელ სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს.

სამინისტრო ასევე მოუწოდებს დამსაქმებლებს, რომ სამუშაო მაგიდებზე, სადაც დასაქმებულს ვიზიტორთან კონტაქტი უწევს დამონტაჟებული იყოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი.

კომენტარები