ესპანეთი

ესპანეთის მთავრობამ მომდევნო 10 დღე Covid-19-ით დაღუპულთა გლოვის პერიოდად გამოაცხადა

REUTERS

ესპანეთის მთავრობამ 27 მაისიდან 5-ივნისამდე პერიოდი ახალი კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნის დღეებად გამოაცხადა.

10 დღის განმავლობაში მთელ ქვეყანაში დაშვებული იქნება დროშები. 10-დღიანი გლოვის პერიოდი ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, რომელსაც ქვეყნის ლიდერები უხელმძღვანელებენ. ცერემონია ქვეყანაში ეპიდემიის შედეგად დაღუპული 26 834 ადამიანის ხსოვნას მიეძღვნება.

ბოლო მონაცემებით ესპანეთში ახალი კორონავირუსი სულ 282 480 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 196 958 გამოჯანმრთელდა. ინფიცირების შემთხვევებმა ქვეყანაში იკლო, რის გამოც დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

კომენტარები