26 მაისი

გახარია: თითოეულ ქართველს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ვულოცავ 26 მაისს

102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს, პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.

თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მინდა, მინდა მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავსი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ვაზიანის სამხედრო ბაზაში.

კომენტარები