უკრაინა

უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო, საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

unian

მე-8 და მე-9 მოწვევის უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო კიევში, საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. 

"ცეცხლსასროლი იარაღით თავში სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული", - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო Facebook-ზე.  

გერაშენკოს ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ - ისინი კამერების ჩანაწერებს იღებენ.  

"პოლიცია და პროკურატურა ტრაგედიის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს", - წერს გერაშენკო. 

მედიის ინფორმაციით, სხეულის გვერდით სამართალდამცავებმა იარაღი იპოვეს. დავიდენკო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან იყო. 

კომენტარები