მკვლელობა

გურიაში 1993 წელს დაბადებული კაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი ადამიანი

metro.us

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ გუთურში, 1993 წელს დაბადებული კაცი მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ჯ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები