ახალი კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი ტრანსპორტში რეკომენდაციებზე: ყველაფერი პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული

მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა. თუ იმდენად შორს უნდა გადაადგილდეთ, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ. ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი კითხვის პასუხად, რამდენი ადამიანი შეიძლება, იყოს ტრანსპორტში, ახალი კორონავირუსის პირობებში. საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით 2 თვეა, შეჩერებულია.

კომენტარები