ოკუპირებული ტერიტორიები

ციხელაშვილი: ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

საქართველოს მთავრობა

63 წლის კაცი, რომელიც სამედიცინო საჭიროებისთვის ოკუპირებული ახალგორიდან წითელი ჯვრის მეშვეობით გუშინ, 19 მაისს გადმოიყვანეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ კაცის გადმოყვანა დაგვიანდა და ის "არაადამიანური და არალეგალური შეზღუდვების მორიგი მსხვერპლია."  

მინისტრის ინფორმაციით, კაცს ინსულტი ჰქონდა. მისივე თქმით, ის ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

"რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში. რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად, დაგვიანდა და, ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. 

არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი", - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები