კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ბრძოლის წესებად რჩება - პიბადე, სოციალური დისტანცირება, ხელების ჰიგიენა

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ კორონასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, რამდენიმე რამ არის, რაც უნდა გავითვალისწონოთ იქამდე, სანამ კორონა იქნება და არ გვექნება ეფექტიანი სამედიცინო საშუალება კორონას დასამარცხებლად - ან ვაქცინა, ან ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება. ბრძოლის წესად რჩება: ნიღბების ტარება, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის არიდება ხალხმრავალი თავყრილობებისგან და ხელების ჰიგიენა.

აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნა კეთდება სწორედ იმ გათვლით, რომ შემთხვევების რაოდენობის დრამატული ზრდა არ გვქონდეს, ავადობა არ იყოს კატასტროფული. თუ იქნება მატება 10-20 შემთხვევით, ეს არ არის ისეთი ციფრები, რომლის მართვაც იქნება ძნელი, მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავიცვათ შესაბამისი წესები, სახელმწიფო რეგულაციების ნაწილს უკვე საკუთარ თავზე ვიღებთ ადამიანები, ჩვენი თვითრეგულაციები უნდა ამოქმედდეს და ამ შემთხვევაში არ გვექნება ის სიტუაცია, როცა უამრავი ადამიანი შეიძლება გახდეს ავად.

შემთხვევები იქნება, მაგრამ არ იქნება იმდენი, რომ ტვირთად დააწვეს ქვეყანას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში".

კომენტარები