ევროპარლამენტი

ლუკ დევინი: უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

8 მარტის შეთანხმება დეპოლარიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი მცდელობა იყო და ვფიქრობ, წარმატებულიც. ბატონი უგულავას და ბატონი ოქრუაშვილის შეწყალება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს და არ მოხდეს კიდევ ერთი ჩავარდა, როგორიც წარსულში გვინახავს.

მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო კამპანიის ფინანსები, მედია და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში არსებული ჩავარდნები აღმოიფხვრას.

თქვა ვროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილავს.

კომენტარები