გოგა ხაინდრავა

ხაინდრავა კუბილიუსზე: ეს არის კლასიკური შანტაჟი და ამისთვის მოეკითხება

შანტაჟი კი არ სცადა, ეს არის კლასიკური შანტაჟი და ამაზე მოეკითხება, იმიტომ, რომ ლიტვა არ არის შორს და ლიტვაში მარტო ნაცონალური მოძრაობის პოლიტიკურ ქრთამებზე აწყობილი ხალხი არ ცხოვრობს, ლიტვა ძალიან სერიოზული ქვეყანაა და იქ ძალიან სერიოზული ადამიანები ცხოვრობენ. და პოლიტპატიმრები თუ ვინმეს ჰყავდა, ლიტვას ჰყავდა, ასობით და ათასობით

რეჟისორი გოგა ხაინდრავა Post Tv-ზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსადმი EU-ს 500 000 000 ევროიანი დახმარება მისგან დაპირების შესრულებასთანაა დაკავშირებული.

კომენტარები