კოსტავას ქუჩა

კოსტავაზე, ლომბარდის ჯიხურში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

flickr

თბილისში, კოსტავას #44-ში, ლომბარდის ჯიხურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ტაბულას შსს-ში მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ლომბარდის ჯიხურში თავი მოიკლა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები