ჰოლივუდში ლეგენდარული მომღერლის, ბადი ჰოლის, შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ.
მომავალ ფილმს "მის დეიზის მძღოლის" რეჟისორი, ოსკარის ნომინანტი, ბრიუს ბერესფორდი, გადაიღებს. პროექტის სამუშაო სახელია Clear Lake.
ბადი ჰოლი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი მუსიკოსია. 1959 წელს მომღერალი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ის მხოლოდ 22 წლის იყო.
როკ-ენ-როლის ვარსკვლავის შესახებ ფილმი 70-იან წლებშიც გადაიღეს. მთავარი როლის შემსრულებელმა ჰერი სინიზმა ბადი ჰოლის განსახიერებისთვის ოსკარის ნომინაცია მიიღო.