კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიგვიღია, 4 გამოჯანრთელებული კლინიკას დღეს დატოვებს

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღიათ და შესაძლოა, კლინიკა მალე მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავიდეს.

მისივე თქმით, კლინიკაში სულ 28 პაციენტია, აქედან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო დანარჩენებთან კლინიკური პათოლოგიები არ ვლინდება. რატიანი იმედოვნებს, რომ ისინი მალე გაეწერებიან კლინიკიდან.

"ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს, 28 კოვიდინფიცირებული გვყავს. ყველას მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ ერთი გყვავს რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით დადებით დინამიკაში არის",- ამბობს რატიანი. 

მისივე თქმით, დღეს კლინიკას 4 გამოჯანრთელებული პაციენტი დატოვებს და 11 პაციენტის ტესტის პირველად პასუხსაც ელოდებიან. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 701 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 432 და გარდაიცვალა 12 ადამიანი.

 

კომენტარები