ძალადობა ჯახში

საკუთარ მამაზე და არასრულწლოვან შვილზე ძალადობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

www.geo.tv

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს. 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში აიყვანეს.

მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ მუქარაში.

​გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2005 წელს დაბადებულ შვილს. ასევე, მან, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1946 წელს დაბადებულ მამას და მას მოკვლით დაემუქრა.

​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

​დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები