მელია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: ეს იყო მოსალოდნელი, უბრალოდ დაგვიანებული

"ეს იყო მოსალოდნელი, უბრალოდ დაგვიანებული", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე.

ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციამ წინ წაიწია 8 მარტს მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.

"თამლიანის გათავისუფლების შემდეგ, როგორ პოლიტპატიმარი, ახლა გათავისუფლდნენ ოქრუაშვილი და უგულავა. მე დარწმუნებული ვარ ბოლომდე, რომ ეს შეთანხმება [8 მარტის] აღსრულდება...

ფაქტია, რომ დღეს ქართული ოცნება შეიარაღდება ერთადერთი გზავნილით და ვიწინასწარმეტყველებ, რომ ისინი იტყვიან, ჩვენ რა ვქნათ, ქალბატონი სალომეს დისკრეციული უფლება იყოო", - ამბობს ნიკა მელია.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. თუმცა, პრეზიდენტის მტკიცებით, ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, ვინაიდან საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია, პირველი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, მეორე კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები