გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება

ზურაბიშვილი: არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ქვეყანაში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები

გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს. სანამ ავხსნი ჩემს ამ ურთულეს გადაწყვეტილების მიზეზს, უნდა განვმარტო ყველას გასაგებად კიდევ ერთხელ შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

ამბობს სალომე ზურაბიშვილი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

კომენტარები