კორონავირუსი საქართველოში

გახარია: პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზნით აღარ მივმართავთ

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე მიიღეს.

"მოგეხსენებათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო გადავადებული და დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს.

თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომლებიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე", - თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს.

კომენტარები