მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, 3 ადამიანის შეკრების შეზღუდვის მოხნის შემდეგ, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
"როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ", - განმარტავს მთავრობის ადმინიტრაცია.
24 მაისს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა. თუმცა, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას. ასევე ორშაბათიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება.
ქვეყანაში უკვე ერთ თვეზე მეტია, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდომა, მიუხედავად იმისა, უცნობი ადამიანია, თუ ოჯახის ახლო წევრი.
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს მთავრდება, იქამდე კი შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. ამ დროისთვის აღდგენილია ავტომობილების გადაადგილება და გახნილია ის ქალაქებიც, რომელიც ჩაკეტილი იყო - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ამ ყველაფრის ფონზე იანვრიდან აპრილამდე ექსპორტი 11.9%-ით, იმპორტი კი 11.8%-ით შემცირდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კი საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა.