Hollywood Bowl

ისტორიაში პირველად ამფითეატრი HOLLYWOOD BOWL დაიხურება

Hollywood Reporter

98-წლიანი ისტორიის განმავლობაში სახელგანთქმული ლოს-ანჯელესის ამფითეატრი Hollywood Bowl ზაფხულის განმავლობაში დახურული იქნება. 

ვენიუს ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიიღო. 

უკანასკნელად ამფითეატრი 1952 წელს 12 დღით დაიხურა, თუმცა სრული სეზონი აქამდე არასდროს გაუქმებულა.

თითქმის ასწლიანი ისტორიის მქონე სცენამ ბენდების The Beatles, The Doors, Pink Floyd, Grateful Dead, The Who, Nine Inch Nails, Genesis, Queen კონცერტებს უმასპინძლა. 

კომენტარები