ავარია

სართიჭალაში მოტოციკლისა და მანქანის შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა

სართიჭალაში მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებას ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდები ადგილზე დაიღუპნენ. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები