ცნობილი ადამიანები

ცნობილმა ადამიანებმა ონლაინ კონცერტით ნიუ-იორკის დასახმარებლად $115 მილიონი შეაგროვეს

ცნობილი ადამიანები ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ კვლავ გაერთიანდნენ და 115 მილიონი დოლარი შეაგროვეს.

მათ ონლაინ კონცერტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა სტინგმა, ბილი ჯოელმა, ბონ ჯოვიმ, ბარბრა სტრეიზანდმა, ჯენიფერ ლოპესმა, რობერტ დე ნირომ, ჯიმი ფელონმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა მიიღეს. შოუს წამყვანი ტინა ფეი იყო.

შეგროვებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Robin Hood-ს გადაერიცხება და ნიუ-იორკში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდებათ.

"მე ვიცი ნიუ-იორკის ძლევამოსილების შესახებ. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამასაც, თუმცა, მანამდე გვჭირდება რომ მეზობლებს დავეხმაროთ", - მიმართა ჯენიფერ ლოპესმა ხალხს.

მომღერლებმა კონცერტზე თავიანთი ცნობილი სიმღერები შეასრულეს - მაგალითისთვის, სტინგმა "Message in Bottle" იმღერა, მერაია ქერიმ კი "Make it Happen".

12 მაისის მონაცემებით, ნიუ-იორკში ამერიკის სხვა შტატებთან შედარებით ყველაზე მეტი - 185 000 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

კომენტარები